გიორგი გახარია - მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-07

  ..

მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.  

„ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით. 

ის პრინციპი, რომლსაც ჩვენ ერთხმად ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ, ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს ამ მიმართულებით ხელმძღვანელობს, გააგრძელებს ეფექტიან შრომას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური