მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-27

-

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას და მთავრობის მიერ ადამიანური კაპიტალის კიდევ უფრო განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, - ამის შესახებ ბიორჟ ბრენდემ ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქვეყნის მიღწევებს დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან, ძლიერ ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდა, რაც საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს წამყვან პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში.განსაკუთრებით გამოიყო Fraser Institute-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მხრივ მე-6 ადგილზეა; ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მე-9 ადგილიც ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და დაბალი გადასახადების თვალსაზრისით.

საუბარი ასევე შეეხო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს შორის დიალოგისთვის, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური