ახალი ინიციატივა ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-11

--

ეს ცვლილება იქნება დიდი შეღავათი სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ნატურალური რძისა და მისგან წარმოებული პროდუქტის დღგ-სგან გათავისუფლებას გულისხმობს.

საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

„მოხდება მოსახლეობის ამ ჯგუფის დამატებითი ჩართულობა რეალურ ეკონომიკაში. მწარმოებლები შეძლებენ იმპორტირებული რძის ფხვნილის ჩანაცვლებას ნატურალური რძით და ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ წვდომა ჯანმრთელ პროდუქტზე. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ანუ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას - რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეეხება," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური