მამუკა ბახტაძე სმიტების ოჯახის ტრაგედიაზე - დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-11

-

დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სმიტების ოჯახის ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა მომხდარს შემზარავი ფაქტი უწოდა და ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

„სმიტების ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აკეთებდა უამრავ კარგ საქმეს ჩვენი საზოგადოებისთვის გახდა შემზარავი სისასტიკის მსხვერპლი. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება ამ შემზარავი ფაქტის გამო და მივუსამძიმრო სმიტების ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური