შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-04

----

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას ისახავს მიზნად.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და მოლაპარაკებების ფორმატის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პოზიტიურ ჩართულობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რასაც იგი ეწევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური