პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-22

103 ხმით 17-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა პარლამენტის დადგენილებას მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური