ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-04

შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და შეზღუდვების მოხსნის ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ - https://stopcov.ge/ka/Gegma

იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა პორტალ https://my.gov.ge -ს მეშვეობით ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს დაჯავშნოს.
ამ პორტალის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება, ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს, შესაბამისად, დღეიდან ყველას შეუძლია დაჯავშნოს ვიზიტი.

იუსტიციის სახლებში პირბადის გარეშე შესვლა აკრძალული იქნება, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები!