საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი პირველ 6 საწარმოს მიენიჭა ამოსაბეჭდი ვერსია

✅ მთავრობის გადაწვეტილება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის:

► ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი პირველ 6 საწარმოს მიენიჭა - სტატუსის მქონე საწარმო ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით;

✅ აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით რესურს გაუჩენს მწარმოებლებს და სტიმულს მისცემს
ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოებას, ხელს შეუწყობს იმპორტულ საქონელთან მიმართებაში თანაბარი კონკურენციის პირობების და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას.

✅ აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია 2022 წლის 1-ლი იანვრიდან გადადის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე - Good Manufacturing Practice (კარგი საწარმოო პრაქტიკა).

✅ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რისთვისაც გადაიდგა არა ერთი ნაბიჯი, მათ შორის, საგადასახადო ხელშეწყობის მიმართულებით.