გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყაროს გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახიდე გადასასვლელსა და ხელოვნურ ნაგებობებს. უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად მოეწყო საგზაო ნიშნები, ზღუდარები, მიმმართველი ბოძკინტები. მოინიშნა გზის სავალი ნაწილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 600 000 ლარი შეადგინა.