ირაკლი ღარიბაშვილი დაიბადა 1982 წლის 28 ივნისს.

1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის №1 საშუალო სკოლა;

1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სპეციალობა - საერთაშორისო ურთიერთობები;

2002-2004 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში (პარიზი, საფრანგეთი), პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები;

2005 წელს სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე - საერთაშორისო ურთიერთობები;

2001-2002 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტაჟიორი;

2004-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი, ხოლო 05/2005 - 10/2005 წლებში - შპს „ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

12/2005 - 14/02/2012 წლებში იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი; 12/2007 - 14/02/2012 წლებში - ს.ს. „ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

07/2009-06/2012 წლებში იკავებდა შპს „ქართული ოცნების" დირექტორის პოზიციას;

15/02/2012 წლიდან - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;

25/10/2012 - 17/11/2013 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

20/11/2013 - 24/12/2015 წლებში იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას;

12/02/2018-01/08/2019 წლებში დასაქმებული იყო კერძო სექტორში;

05/03/2019 წლიდან არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი;

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.