მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი

დაიბადა 1971 წლის 21 ნოემბერს;

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;

1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური რეფორმების ცენტრის (მსოფლიო ბანკის პროექტი) დირექტორის მოადგილედ;

1998 წლიდან 2002 წლამდე იყო ბიზნეს კონსალტინგის დირექტორი;

2002 წლიდან 2004 წლამდე - საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს დირექტორის მოადგილე, ევროპის საბჭოს „გრეკოს კომიტეტი" - კომიტეტის წევრი;

2005 წლიდან - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (SAI GLOBAL) საერთაშორისო აუდიტორი;

2010 წლიდან - ასოციაციის (GLOBAL STAR) დამფუძნებელი;

2011-2015 წლებში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი;

2016 წლის ივნისიდან - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი;

2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად.

გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, მონაწილეობა აქვს მიღებული და მოხსენებები აქვს წაკითხული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.