მაია ცქიტიშვილიმაია ცქიტიშვილი

დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისში;

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით;

1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე;

1993 წელს გაიარა ჩეხური ენის კურსები პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში;

2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნეს სკოლაში.

1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ;

1997 წლიდან 2002 წლამდე იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების" კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი;

2002-2003 წლებში იყო ავიაკომპანია „Georgian Air"-ის კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი;

2003-2005 წლებში - შპს „ბურჯის" ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი;

2005 წელს იყო სს „ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობებში;

2006 წელს - სს „ბაგები სითი ჯგუფის" პროექტების მენეჯერი;

2007-2008 წლებში - სს „პარქთაუნის"დირექტორი;

2009 წლიდან 2012 წლამდე- შპს „ქართუ მენეჯმენტის" დირექტორი;

2012 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 2 დეკემბრამდე იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;

2014 წლის 2 დეკემბრიდან 2018 წლის 30 მარტამდე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;

2018 წლის 30 მარტიდან არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, 2018 წლის 16 ივლისიდან დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა;

არის პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.