ეკატერინე ტიკარაძე

დაიბადა 1976 წლის 3 მარტს, ქ. თბილისში;

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, პროფესიით - ექიმი;

2005 წელს გაიარა ზოგადი პროფილის სტომატოლოგიის კურსი;

2007-2008 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში, სადაც გაიარა ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი;

2015-2016 წლებში გერმანიაში, ქ. მიუნსტერის ჯანდაცვის აკადემიაში გაიარა კურსი - მართვის კომპეტენცია ჰოსპიტალურ სექტორში;

2016 - 2019 წლებში სწავლობდა ავსტრიაში, ქ. ვენაში, დუნაის კრემსის უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით, სადაც მიენიჭა მენეჯმენტისა და ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი;

2006 - 2008 წლებში გერმანიაში, ქ. ნიურბერგში, იყო ფონდის - „სტომატოლოგები საზღვრების გარეშე" პროექტის განვითარების მენეჯერი;

2008 - 2013 წლებში მუშაობდა შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში" მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად;

2009 - 2015 წლებში იყო საჩხერის სტომატოლოგიური კლინიკის ა(ა)იპ - დოსტაქარის მენეჯერი კონცეპტუალურ საკითხებში;

2015-2016 წლებში მუშაობდა სს „საპარტნიორო ფონდში", „თბილისი კლასტერში", ჯანდაცვის სექტორის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განვითარების მიმართულებით;

2015 - 2019 წლებში იყო სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების" გენერალური დირექტორი; ა(ა)იპ - დოსტაქარის აღმასრულებელი დირექტორი;

2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად;

ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.