ვახტანგ გომელაური

დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, ქ. თბილისში.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

29.12.1994-01.04.2003 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

01.04.2003-22.03.2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

22.03.2013-11.12.2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

11.12.2014-26.01.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

26.01.2015-01.08.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

2019 წლის 25 აპრილს მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტის" უმაღლესი სპეციალური წოდება.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.