ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი
დაიბადა 1974 წლის 11 თებერვალს, ქ. თბილისში;

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით - წარმოების ეკონომიკა და მართვა, 1997 წელს - „საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეციალური ინტენსიური კურსი, 2009 წელს წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამა ფინანსების სხვადასხვა სფეროში, გაიარა ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრენინგი;

1997 წლის იანვრიდან 2000 წლის ივლისამდე იყო შპს „ჯეოსელის" ფინანსური განყოფილების სპეციალისტი;

2000 წლის ივლისიდან 2000 წლის დეკემბრამდე იყო შპს „ჯეოსელის" ფინანსური განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

2001 წლის იანვრიდან 2006 წლის ივნისამდე - შპს „ჯეოსელის" ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ანგარიშების დეპარტამენტის მენეჯერი;

2006 წლის ივნისიდან 2013 წლის მაისამდე - შპს „ჯეოსელის" ფინანსური დირექტორი;

2013 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე - შპს „ჯეოსელის" კომერციული დირექტორი;

2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად.

2010-2011 წლებში იყო TeliaSonera's Eurasian ოპერაციებისთვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავების გუნდის წევრი (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი და მოლდოვა). 2012-2015 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიასთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში (McKinsey,Accenture, Informa Telecoms, Delta Partners);

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.