ლევან დავითაშვილი ლევან დავითაშვილი

დაიბადა 1978 წლის 10 დეკემბერს;

1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2001 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრატურა, 2003 წელს - მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრატურა;

1997 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსად;

1999 წლის ივნისიდან - სექტემბრამდე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი;

1999-2001 წლებში - მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის (CERMA) მთავარი ბიზნეს-კონსულტანტი;

2002 წლიდან 2007 წლამდე - შპს „წინანდლის ძველი მარნის" გენერალური მენეჯერი;

2007 - 2009 წლებში USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage -ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

2009-2012 წლებში იყო შპს „შუხმან ვაინს ჯორჯიას" გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი;

2010-2011 წლებში - საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარე;

2010-2011 წლებში - საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;

2012 წლის 4 დეკემბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

2014 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

2016 წლის 9 სექტემბრდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;

2017 წლის 15 დეკემბერიდან - დღემდე არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.