დავით ზალკალიანიდავით ზალკალიანი

დაიბადა 1968 წლის 27 თებერვალს, ქ. თბილისში;

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;

1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროგაერთიანების სამმართველოს მესამე მდივნის, შემდეგ კი - მეორე მდივნის, პირველი მდივნისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებზე;

1995-1996 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროორგანიზაციების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

1996-2000 წლებში მუშაობდა ქ. ვენაში, ავსტრიაში, საქართველოს საელჩოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივნად, შემდეგ მრჩევლად;

2000-2001 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ ევროპულ დეპარტამენტში;

2001-2002 წლებში - ქ. ვენაში, ავსტრიაში საქართველოს საელჩოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩევლად;

2002 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებსა და ქ. ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;

2002-2004 წლებში - საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ეკავა უფროსი მრჩევლის თანამდებობა;

2004-2007 წლებში იყო საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში;

2007 წლის იანვრიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;

2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის იანვრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;

2008 წლის იანვრიდან 2009 წლის სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბელარუსის რესპუბლიკაში;

2012 წლის 29 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2015 წლიდან 2016 წლის 8 იანვრამდე იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;

2016 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 21 ივნისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე;

2018 წლის 21 ივნისიდან არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.