თეა წულუკიანითეა წულუკიანი

დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს, ქ. თბილისში;

1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი;

1997 წელს - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

1998 წელს დაამთავრა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიის აკადემია;

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში;

1998 წელს წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც ექვემდებარება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს და საფრანგეთის საჯარო სამსახურისთვის მაღალი რანგის მოხელეებს ამზადებს (უზენაესი ადმინისტრაციული და უზენაესი საფინანსო სასამართლოების მოსამართლეები, პრეფექტები, ელჩები და სხვა). სწავლის პერიოდში მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის საკითხებზე;

2000 წელს დაამთავრა სახელმწიფო მართვის სკოლა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA);

2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი (იურისტი);

2005 წელს მიენიჭა უფროსი იურისტის საკლასო ჩინი;

2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი;

2009 წლიდან იყო მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე;

2010 წლის თებერვალს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და დაბრუნდა საქართველოში;

2010 წლის 15 მაისს შეუერთდა პოლიტიკურ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს", როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში;

2012 წლის 1 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად;

2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.