საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდიინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2012 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდიინაციის სახელმწიფო კომისიის 39-ე სხდომა გაიმართა. კომისია, რომლის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. სახელმწიფო კომისიამ დღევა. ნდელ სხდომაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მექანიზმებსა და უახლოეს გეგმებზე იმსჯელა, ასევე 2013 წლის ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების დაგეგმვის საკითხები განიხილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომისიის წევრებს, ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური