პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

 

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ. შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება და ხელისუფლების ტრანზიციის პროცესის მიმდინარეობა იქნა განხილული. გარდა ამისა, საუბარი შეეხო გარდამავალ პერიოდში ქვეყანაში მართლწესრიგის შენარჩუნებისთვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულ ზომებს.