საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომაროვსკის შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომაროვსკის შეხვდა2011 წლის 27 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომაროვსკის შეხვდა. ნიკა გილაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერებინა. ნიკა გილაურმა და ბრონისლავ კომაროვსკიმ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

დღესვე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გამართულ ბიზნესფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის პრეზიდენტი და ქართული და პოლონური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნიკა გილაურმა თავის გამოსვლაში ყურადღება იმ პირობებზე გაამახვილა, რომელიც სახელმწიფომ უნდა შექმნას იმისათვის, რომ ინვესტორესაქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომაროვსკის შეხვდაბს დაინტერესება ჰქონდეთ, ინვესტიციები და ფული დააბანდონ
საქართველოში. ბიზნესფორუმის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საქართელოსთვის პოლონეთი ერთ
-ერთი ყველაზე მთვარი პარტნიორია.

„ყველა საერთაშორისო არენაზე: ნატო, ევროკავშირში თუ სხვა საერთშორისო არენაზე, პოლონეთი ჩვენი ძლიან დიდი მხარდამჭერი და მეგობარია.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთის პრეზიდენტს აქ ჩამოსვლისთვის, საქართველოს მხარდაჭერისათვის საერთაშორისო არენაზე.

ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარებისთვის, რამოდენიმე წინაპირობაა საჭირო და აუცილებელი. ერთ-ერთი წინაპირობა პოლიტიკური სიახლოვე, პოლიტიკური მეგობრობასაქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომაროვსკის შეხვდა; სტრატეგიული ურთიერთობა ერთმანეთში; მეორე, ეს არის ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები და სხვა ხელშეკრულებები, რაც უნდა დადონ მთავრობებმა, რაც დადებული გვაქვს; მესამე, ეს არის პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის. ძალიან კარგი, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მთავრობებს შორის. ყველა სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება დადებული და ხელმოწერილია. ვთვლი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს პოლონურ ინვესტიციებს საქართველოში და პირიქით".

აგრეთვე, პოლონეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეიდანზე ძმები ზდანევიჩების სახელობის ქუჩა გახსნეს.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური