საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის რიგგარეშე საერთო კრებას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის რიგგარეშე საერთო კრებას დაესწრო2011 წლის 19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რიგგარეშე საერთო კრებას დაესწრო. კრების მსვლელობისას სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის ახალი შემადგენლობის, პრეზიდენტის, გამგეობის თავმჯდომარის და პალატის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

"სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტად კახა ბაინდურაშვილი აირჩიეს. ჯემალ ინაიშვილი გამგეობის წევრად დარჩა. ბოლო წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მას მადლობა მინდა გადავუხადო.

ბატონ კახას წარმატებას ვუსურვევ, ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი. "დიალოგი ბიზნესთან" - ეს არის ჩვენი დევიზი. გვინდა, რომ ამ სვლით გავაგრძელოთ. დიალოგისთვის ერთერთი ყველაზე კარგი საშუალება სავაჭრო პალატაა.

რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რა აწუხებს, რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა, რომ განხორციელდეს, რა რეგულაციები უნდა, რომ შემოვიდეს - ამისთვის გამოვიყენებთ სავაჭრო პალატას და ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან ძალიან მჭიდრო იქნება.
მინდა კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვი კახას ამ პოსტზე და მადლობა გადავუხადო ჯემალს," - აღნიშნა ნიკა გილაურმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის რიგგარეშე საერთო კრების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური