პრემიერ–მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა2011 წლის 18 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

"თვის დასაწყისში საზოგადოებას მოდერნიზაციისთვის და დასაქმებისთვის 10 პუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა წარვუდგინეთ. ეს გეგმა რამოდენიმე ასპექტს მოიცავს: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითრება. ყოველ 6 თვეში საზოგადოებას გვინდა შევხვდეთ, ანგარიში წარვუდგინოთ, რას ვაპირებთ მომავალი 6 თვის განმავლობაში.

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად ბიზნესმენებს ვხვდებით. გასული 6 თვის შედეგები გვინდა გავუზიაროთ, მოვისმინოთ მათი კითხვები, რა შენიშვნები აქვთ, როგორ შეიძლება კიდევ უფრო დავხვეწოთ 10 პუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა.

გასული 6 თვის მაკროეკონომიკურ შედეგებიდან აღვნიშნავდი რამოდენიმე ასპექტს: საგარეო ვალის პრობლემა გადაიჭრა. ქვეყანას ჰქონდა საგარეო ვალი, 2012-2013 წლებში საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაგვეხადა, თუმცა გაზაფხულზე გამოვუშვით 10 წლიანი ევროობლიგაციები, რომლებიც ძალიან წარმატებული ტრანზაქცია იყო და ახლა ევროპული ქვეყნების ფასიან ქაღალდებზე პრემიერ–მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდაუფრო კარგად ივაჭრება, მათ შორის იტალიურ ფასიან ქაღალდებზე უფრო კარგად. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო ვალის პრობლემა გადავწყვიტეთ.

აღსანიშნავია ის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა. წელი დავიწყეთ 4,5%-ის ბიუჯეტის დეფიციტით და შევამცირეთ 3.7%-მდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას შესაძლებლობა აქვს მცირე პერიოდში სწრაფად შეამციროს საბიუჯეტო დეფიციტი.

ასევე აღსანიშნავია მესამე ასპექტი - ინფლაცია, რომელიც სახოგადოებას ყველაზე უფრო აწუხებს. ინფლაციის მაქსიმალური დონე იყო 14,3%-ი და ყოველთვიურად მაღლა ადიოდა. გვაქვს შემცირების პირველი შედეგი. გასულ თვეს 10%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. ეს ძალიან დადებითი და პოზიტიურია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს თვეებში ინფლაცია გვექნება 1 ნიშნა ციფრით.

მაკროეკონოკიური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტორებისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანაში გაიზარდოს დასაქმება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური