საქართველოს პრემიერ–მინისტრი წარმატებული სკოლების დირექტორებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი წარმატებული სკოლების დირექტორებს შეხვდა2011 წლის 1 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მთავრობის კანცელარიაში წარმატებული სკოლების დირექტორებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "მაისში, ბოლო წლების განმავლობაში პირველად სკოლებში გამოცდები ჩატარდა."

"8 გამოცდა ჩატარდა, გამოცდების შედეგები ძალიან საინტერესო იყო. ყველა წარმატებული სკოლის წარმატებულ დირექტორს მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

იმის მიხედვით, როგორ გაიარეს გამოცდები ბავშვებმა თქვენს სკოლაში, როგორი იყო საშუალო მაჩვენებელი განვსაზღვრეთ, რომ თქვენ ხართ 20 ყველაზე წარმატებული სკოლის ყველაზე წარმატებული დირექტორები.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. წარმატებული სკოლა ნიშნავს წარმატებულ დირექტორს და პირიქით.

გვინდა, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ეს რეფორმები გააგრძელოთ. არ არის მარტივი, განათლების სფეროში ძალიან რთული რეფორმებია გატარებული, ძალიან რთული რეფორმებია გატარებული სკოლის მიმართულებით და კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი ერთად. ერთი პერიოდი ფინანსური მხარე იყო პრობლემა, გარკვეულწილად ეს პრობლემა მოგვარდა. პრობლემები ჯერ კიდევ არის, უსაფრთხოების პრობლემა იყო - ესეც მოგვარდება და პროგრესი გვექნება უახლოეს პერიოდში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი წარმატებული სკოლების დირექტორებს შეხვდა
ბავშვი დაუბრუნდა სკოლას, სწავლა ისევ პრიორიტეტულია და რამოდენიმე წლის წინ ეს ასე არ იყო.

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ საქმეში განათლების სამინისტროს გვერდში დაუდგა, ჩვენ გვერდში დაგვიდგა და ერთად ეს რეფორმები შევასრულეთ.

თქვენგან მინდა გავიგო, რა პრობლემები არის, რა კითხვები გაქვთ, კიდევ რა შეუიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სკოლა უფრო ძლიერი გახდეს, ბავშვი უფრო მეტს სწავლობდეს, რომ უფრო გავზადროთ ცოდნის დონე დღევანდელ ჩვენს სკოლებში, განათლების სფეროში."- განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური