ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კონცეფცია შეიმუშავა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-01

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია კოორდინაციის და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად მუშაობას იწყებს. ამ მიზნით, შემუშავდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კონცეფცია, რომელიც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.

კონცეფცია უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივითა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა.
დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ხედვის გათვალისწინებით შეიქმნა, გულისხმობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სხვა დაინტერესებული მხარეების კოორდინირებულ მუშაობას გენდერული თანასწორობის მიმართულებით რეგიონული საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.

შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კონცეფციის სამუშაო ვერსიაზე და წარადგინეს მოსაზრებები მექანიზმის დახვეწის თვალსაზრისით.
უწყებათაშორისმა კომისიამ, "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018- 2020 წლების სამოქმედო გეგმით", აიღო ვალდებულება, ითანამშრომლოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, უზრუნველყოს მათი ინფორმირებულობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში თემატურად მიმდინარე ღონისძიებების შესახებ და ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებას.