პრემიერ–მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა 2010 წლის 10 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ანდრია ურუშაძე წარადგინა.

„როგორც თქვენთვის არის ცნობილი, სანდრო კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი უკვე ერთი კვირაა აღარ არის. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტისთვის ახალი კანდიდატურის წარსადგენად გარკვეული პერიოდი მქონდა.

მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ურუშაძის კანდიდატურა, რომელიც საქმიანობას დღეიდან შეუდგება.

სანდრო ურუშაძე ჯანდაცვის სამინისტროში ექვსი წელი მუშაობს. ის ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამეტის ხელმძღვანელი, შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში სოციალური მომსხურების სააგენტოს უფროსი იყო. ამ სააგენტოში ყველაზე მტკივნეული რეფორმები სწორედ მის ხელში განხორციელდა. სოციალურად დაუცველ პირთა ბაზა მისი მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა და მან ამას საკმაოდ კარგად გაართვა თავი.
რამოდენიმე კვირის წინ დაწინაურებული იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილედ. დღეს კი, უკვე ჯანდაცვის მინისტრის რანგში მინდა წარმოგიდგინოთ.

პირველი დავალებები, რომლებიც ახალმა მინისტრმა მიიღო, არის რეგიონებში, რაიონულ ცენტრებში დაწყებული 46-ი ახალი საავადმყოფოს მშენებლობის ბოლომდე მიყვანა. მოგეხსენებათ, რომ ამ საავადმყოფოებს სადაზღვევო კომპანიები აშენებენ და სოფლის მშენებლობები მომავალი წლის ბოლომდე დასრულებული უნდა იყოს. საუბარია, რაიონულ ცენტრებში 15-25-30 და 70 საწოლიან კლინიკებზე.

მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო სახსრებით დიღმის კლასტერის რეაბილიტაციას ვასრულებთ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია, იმიტომ რომ დიღმის კლასტერში 14 საავადმყოფო და 14 კლინიკა გადავა და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია. ახალმა მინისტრმა ეს დავალებები მიიღო.

გარდა ამისა, პრობლემები სოციალურად დაუცველთა ბაზასთან დაკავშირებით არის გარკვეული. სანდრომ ეს უკეთ იცის და უახლოეს მომავალში აქაც გარკვეული ცვლილებები იქნება შეტანილი," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური