საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა გახსნა2010 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა გახსნა.

გახსნის ცერემონიაზე ნიკა გილაურმა დამსწრეთ სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობის გახსნა მიულოცა.

"მსურს ყველას მოგილოცოთ. ეს შენობა მინდა ვთქვა, რომ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. მინდა მივულოცო ყველას ამ ახალ შენობაში გადმოსვლა
საჯარო მოხელეებს ასეთი ოფისებით აღჭურვა, ჩვენი საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელთა შრომა და ენერგიაც ამ მშენებლობაში ჩაიდო, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სამინისტრო, ახალი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, კიდევ უფრო სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს.

მინდა მივულოცო თანამშრომლებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს მოსახლეობის სამსახურში,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური