საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განცხადება გააკეთა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი2010 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განცხადება გააკეთა.

„ბოლო დღეებში მედიის სხვადასხვა საშუალებით მთავრობაში ვითომდა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. რამდენჯერმე მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ განცხადებების დაწერისა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა .

პრემიერ-მინისტრის დავალებით მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს მთავრობაში უახლოეს მომავალში არანაირი გადაადგილება მოსალოდნელი არ არის და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

თქვენ იცით, რომ გუშინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დატოვა თანამდებობდა და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესთავაზა დაიკავოს ამ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა,"- განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური