პრემიერ-მინისტრმა ახალი განათლების მინისტრი წარადგინა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა ახალი განათლების მინისტრი ნიკა გვარამია წარადგინა 8 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს ახლი მინისტრი ნიკა გვარამია წარუდგინა. შეხვედრას ექს მინისტრი გია ნოდიაც დაესწრო. განათლების სისტემაში ხორციელდება 11 ფართო მასშტაბიანი პროექტი. ნიკა გვარამიას განცხადებით, დაწყებული რეფორმატორული კურსი გაგრძელდება. იქნება შემცირებებიც, თუმცა ეს არ შეეხება კვალიფიცირებულ კადრებს.

"დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები და ვთვლი, რომ ეს რეფორმები შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია შესრულდეს ყველა ის დანაპირები 18 თვიანი გეგმის ფარგლებში, რაც ჩვენ მივეცით მოსახლეობას. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ მასწავლებელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. ეს იქნება ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომლითაც დაიწყებს მუშაობას ნიკა გვარამია." განაცხადა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი