• 2018-06-05 შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის წარმომადგენლებთან

    საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, დადებითი ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის ხელმძღვანელობით გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

  • 2018-06-05 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.