• 2017-07-06 პრემიერმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს და ამერიკელ ხალხს მათთვის ყველაზე ძვირფასი დღესასწაული - ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

  • 2017-07-06 ენერგეტიკის მინისტრის შემაჯამებელი ანგარიში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო. 

  • 2017-07-06 ​თბილისი–ბათუმის ახალი რეისი

    ხვალიდან, 7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იწყებს რეგულარული ფრენების განხორციელებას, - ახალი რეისის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

  • 2017-07-06 წინანდლის ფესტივალისთვის მზადება იწყება

    წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება, - იწყება მზადება საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.

  • 2017-07-06 ტურიზმის მაჩვენებელი 43%–ით გაიზარდა

    ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივნისში 330 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს.

  • 2017-07-06 თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა შემუშავდება

    მთავრობა ქალაქ თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, სივრცითი დაგეგმარება არაერთ ქალაქსა და მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დაიწყო.

  • 2017-07-06 პრემიერმა კახა კალაძეს წარმატებები უსურვა

    ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს,  ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახა კალაძე იყო ძალიან წარმატებული  ენერგეტიკის მინისტრი და იმედი გამოთქვა, რომ თბილისს ღირსეული მერი ეყოლება.

  • 2017-07-06 ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის

    ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • 2017-07-06 ჩხოროწყუს ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენენ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენს.