• 2016-02-09 პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განცხადებები

    ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება არის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი; საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

  • 2016-02-09 პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მიიწვია. საქართველოს მთავრობის მეთაურს სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი პირადად დარწმუნდეს იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიაღწია.

  • 2016-02-09 გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს

    ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები, თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები და ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

  • 2016-02-09 გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები

    ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დიდი წვლილი შეიტანა რეფორმების პროცესის დაჩქარებაში და რადგან ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

  • 2016-02-09 გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრის ავრამოპულოსმა მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრეს

    საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებასა და მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა დღევანდელ შეხვედრაზე.

  • 2016-02-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

    ვიზების ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირთან თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები.