საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №318

ნ. გილაურისა და პ. პეტრიაშვილის საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე

1. ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბა­მისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავ­რობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ ,,საქარ­თველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, ხოლო საკომიტეტო სხდომებზე - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოად­გილე პაპუნა პეტრიაშვილი.

ვლადიმერ გურგენიძე